სამეგრელოში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი სრულიად განადგურებული და გაპარტახებულია, თუმცა ძველი სილამაზე და დიდებულება მაინც შენარჩუნებული აქვს.
ლიკა ჭკუასელი:
“დღეს აქ ვიყავით და მარტო ამ ერთი სანატორიუმის ნახვა მოვასწარით. კიდევ არის სხვებიც.
ეს არის ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი, სამეგრელოში. 1938-ში დაიწყო მშენებლობა თუ არ ვცდები.
დაუჯერებელი სილამაზის ადგილია, დიდებული რასაც ქვია – არქიტექტურით, სასწაულმოქმედი თურმე სამკურნალო წყლით, ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის ისტორიით წარსულში.
ასევე წარსულში – მთელი წლის განმავლობაში აყვავებული სამკურნალო ტურიზმით და ირგვლივ დასახლებული, დასაქმებული ბედნიერი ადამიანებით.
ქვეყნის მასშტაბით ბევრი და მრავალფეროვნად საოცარი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს. თითოეულის ნახვის დროს: გაოცება. აღფრთოვანება. სევდა. ბრაზი. ამ ქვეყნის უფრო შეყვარება. უსაზღვრო პოტენციალის კიდევ ერთხელ გააზრება. ისევ ბრაზი. ბრაზი.
და შიში. ვინც იყიდის/ხელს მოკიდებს, როგორ გააკეთებს.”



