ახალგაზრდა ქუთაისელი პოეტისთვის ნიკა კვესელავასთვის თბილისში ჩამოსვლა და თონეში მუშაობის დაწყება საბედისწერო აღმოჩნდა.
ის საცხობში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად ზოგი გულს ასახელებს, ზოგიც – გაზს. თუმცა ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს – სამწუხარო ფაქტი მოხდა: 29 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
“ძმაკაცებმა შემომიდგით მხრებზე მძიმედ” – ასეთი გზავნილი დაუტოვა ნიკა კვესელავამ თავის მეგობრებს.
მისი შემოქმედება სავსე იყო გულწრფელობით, სიყვარულით, თუმცა იყო ლექსები, სადაც პოეტი გარდაცვალებაზე წერდა:
“დრო რომ მომიცილებს შორეთს
ხორცის დატოვებას მამცნობს
შენ არ გეყოლები თორემ
სიკვდილს მეც გავუძლებ კაცო.”
