მომღერალ ია ჩანტლაძის ცხოვრებაში უდიდესი სიხარულის და ბედნიერების ეტაპი დადგა.
მას და მის იტალიელ მეუღლეს ჯანკარლო მერკადანტეს ტყუპები მია და ალესანდრო შეეძინათ.
ინფორმაცია ბედნიერმა დედიკომ თავად გაავრცელა:
“სამყაროში ჩემთვის ყველაზე ტკბილი კრიმანჭული ააჟღერეს ჩემმა შვილებმა!
ბანს მე ვაძლევდი და ზუსტად ვიცი, რომ ასე გავივლით ერთად დარჩენილ ცხოვრებას!
ამ შეგრძნებისთვის ღირს ალბათ დაბადება!”
