სოფელ ქვემო ბოლნისში ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეები უმნიშვნელოვანეს არქეფაქტებს წააწყდნენ.
ინფორმაცია ბოლნისის მკვიდრმა ლევან ქუქჩიშვილმა გაავრცელა:
“ჩემი ქართველი აზერბაიჯანელი მეგობრები ქვემო ბოლნისიდან, შემთხვევით ასეთ მნიშვნელოვან არქეფაქტებს წააწყდნენ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიწის ზევით ჩანს. დამირეკა ერთ-ერთმა, რომელსაც ელნური ქვია და მახარა, “შენთვის მნიშვნელოვანი იქნებაო”, იქნებ დაინტერესდეს შესაბამისი სამსახურები, თუ არ იციან ამის შესახებ?!
მადლობა ელნურ ეჰმედლის და დანარჩენ მეგობრებს, ასეთი კარგი მოქალაქეობრივი, პატრიოტული ქმედებისთვის.”



