უხუცესი პოეტი ვახტანგ ჯავახაძე ყველაზე საპატიო მკითხველს – ბავშვებს მიმართავს.
1971 წელს დაწერილი ორსტროფიანი ლექსით იგი მთელი ცხოვრების არსს აერთიანებს:
“რა კარგები ხართ, ბავშვებო,
ვიდრე გაივლის ბავშვობა,
ვიდრე მზეს ეთამაშებით,
ვიდრე მზე გეთამაშებათ,
ვიდრე დაცხრებით კრავივით,
ვიდრე დაცხრებით სავსებით,
ვიდრე ბავშვობა გაივლის
და… მშობლებს დაემსგავსებით.”
