მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, იტალიაში, კარანტინის გამო, სახლში გამოკეტილმა ქართველებმა ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებას მიაგნეს.
იტალიაში მყოფმა ქართველებმა მძიმე ვითარებიდან გამოსავალი ისევ სიმღერასა და იუმორში იპოვეს და ერთ-ერთი ქართული ხალხური სიმღერა კარანტინის თემას მოარგეს:
“კარანტინი გამოცხადდა სახლში ვართ დამწყვდეული” – ასე იწყება სიმღერა, რომელიც უამრავმა ადამიანმა ნახა და მოიწონა.
