სუხიშვილები 70 წლისაა

172015 წელი სუხიშვილებისთვის საიუბილეოა. ლეგენდარულ ანსამბლს დაარსებიდან 70 წელი უსრულდება. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ 1945 წელს დაარსებული ანსამბლი წლებია წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას და წლების განმავლობაში მოცეკვავეთა არაერთი თაობა გამოზარდა.

ანსამბლს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესტუმრა და რეპეტიციას დაესწრო. ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელებმა ილიკო და ნინო სუხიშვილებმა მიხეილ გიორგაძეს ანსამბლის სამომავლო გეგმები გააცნეს.

სუხიშვილების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლი მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად საიუბილეო ღონისძიებების გამართვას გეგმავს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ანსამბლ „სუხიშვილებს“ 70 წლის იუბილის აღნიშვნაში მხარდაჭერას დაპირდა.