ტაო კლარჯეთში მდებარე ერთ-ერთი უძველესი ტაძრიდან – ოშკიდან სასიხარულო ამბავი ვრცელდება.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახლობის X საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში უმძიმეს მდგომარეობაშია, ხარაჩოებშია გახვეული და მისი გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გიორგი ჯანჯღავა:
“მოვინახულეთ ოშკის დიდებული ტაძარი… გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება!”

