გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალამსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი – გოგიჩა გარდაიცვალა.

მას სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობდა, თუმცა ვერაგი დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.

სამწუხარო ინფორმაცია “ბასტი ბუბუს” ხელმძღვანელმა თამარ სხვიტარიძემ გაავრცელა:

“აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის – წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.

გოგიჩა გარდაიცვალა.

ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს.”