– მძულს ყველაფერი რუსული და არ დამიწყოთ ახლა რუსული კულტურის შესახებ ლაილაი! – აცხადებს კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე:
“მძულს ყველაფერი რუსული და არ დამიწყოთ ახლა რუსული კულტურის შესახებ ლაილაი! ეგაა მაგათი კულტურა და მაგათი სახე.
რელიგიურადაც აღარ მინდა მაგათთან რაიმე მქონდეს საერთო, რომ ვეღარასოდეს ვეღარ შეძლონ, აი, მაგ დამპალი კულტურის და საერთო რელიგიის გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ!
ჩემმა შვილმა ბაღში ორი ღერი რუსული ისწავლა და ახლა ყველაფერს ვიზამ, რაც შეიძლება მალე დაავიწყდეს ყველაფერი, რაც რუსეთს უკავშირდება. თუ ვერ წაიკითხავს ტოლსტოის და დოსტოევსკის არ დაიღუპება!
ჩემი საყვარელი სტრავინსკი დროზე მიხვდა და გაიქცა მაგ ჭაობიდან და ჩაიკოვსკი ისედაც ნერვებს მიშლიდა ყოველთვის.”
