დეკანოზი ილია ჭიღლაძე სვეტიცხოველში სამხრეთ მინაშენის დანგრევის მიზეზებს განმარტავს:
“სვეტიცხოვლის სამხრეთი მინაშენი (კარიბჭე და ეკვდერები), დანგრეული ეგზარქოსის ბრძანებით XIX საუკუნეში. XIX საუკუნის პირველი ნახევრის ჩანახატი. ამ ჩანახატს, რომელიც დიდი სიზუსტით გამოირჩევა, უნიკალური მნიშვნელობა აქვს სადღეისოდ, რათა წარმოდგენა გვქონდეს განადგურებული ეკვდერების არქიტექტურასა და ვიზუალზე. ფოტო გიორგი კალანდიასი.
XX საუკუნის 60-იან წლებში რესტავრატორთა მიერ გამოჩენილ იქნა საძირკველი-გეგმა. ეს ეკვდერები ზოგიერთ მეფეთა, მათი ოჯახის წევრთა და კათოლიკოსთა სამარხებს წარმოადგენდა.”

