13 ოქტომბერს 19 საათზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნით კონცერტს გამართავს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით. სოლისტები იქნებიან პიანისტი ელისო ვირსალაძე და ჩელისტი ალექსანდრ რამი – ვიოლონჩელისტთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ჰელსინკის Paulo Cello Competition-ის და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.
ფესტივალის დასკვნით კონცერტზე შესრულდება ელგარის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის მი მინორი თხზ. 85 და ბეთჰოვენის ორი ნაწარმოები – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის № 2 სი ბემოლ მაჟორი თხზ. 19 და კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის № 1 დო მაჟორი თხზ.
ფესტივალს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
