28 აგვისტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეა.
ვირტუოზმა გიტარისტმა თემურ ყვითელაშვილმა ამ თარიღს მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნა.
AVE MARIA – ავე მარია – მსოფლიოში ცნობილი ნაწარმოებია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასრულებენ.
თემურ ყვითელაშვილმა ნაწარმოები ტრადიციული პროფესიონალიზმით და განუმეორებელი შესრულებით წარმოადგინა.
