თბილისში გამალებული მშენებლობებია. ნებართვები გაიცემა როგორც გარეუბნებში, ასევე დედაქალაქის ისტორიულ უბნებში სხვადასხვა ნაგებობების მშენებლობაზე.
სერგო ედიშერაშვილი ძველ თბილისში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, სადაც კარგად ჩანს, რომ ისტორიულ ნაწილში მშენებლობა მიმდინარეობს:
“ჩემი კოლეგის ვანო შლამოვის სურათებს ვათვალიერებდი. სულ ახალი გადაღებულია.
ძაან მაინტერესებს ამ ისტორიულ ადგილზე, სადაც ყოველი სანტიმეტრი ჩვენი ქალაქის ისტორიაა, ვინ გასცა მშენებლობაზე ნებართვა? უკვე არავის და არაფრის არ მჯერა.”
