ბოლო დროს ქართველი დიზაინერების სამოსით მსოფლიო ვარსკვლავები ინტერესდებიან.
გიორგი ქებურია, ავთანდილი, დები მაჭარაშვილები, ანუკი არეშიძე, დემნა გვასალია, თამუნა ინგოროყვა, დევიდ კომა – ეს იმ ქართველი დიზაინერების არასრული ჩამონათვალია, რომელთა კოსტიუმებიც მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს აცვიათ.
პოპვარსკვლავმა ჯესი ჯეიმ ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი ვერცხლისფერი სამოსით იპოზიორა.
