მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია “პიონერფილმი” 55 წლისაა. იუბილე სტუდიამ გარნდიოზულად აღნიშნა და ამ წლების განმავლობაში მის მიერ აღზრდილები ერთად შეკრიბა.
“პიონერფილმი” 1959 წელს სასახლის დირექტორ შალვა ბერიანიძის თაოსნობით შეიქმნა და ის ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებდა. საიუბილეო საღამოში “პიონერფილმის” სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ სტუდიის მიერ შექმნილი ნამუშევრები გაიხსენეს.
პიონერფილმის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძეა. როგორც მან განაცხადა, ის ზუსტად 55 წლის წინ მოვიდა ამ სტუდიაში, მაშინ მეექვსე კლასში იყო, მისი მერე იქ არის და არსად წასულა. “პიონერფილმს” მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ საზეიმოდ ვარსკვლავიც გაუხსნეს.
