უცნობმა პირებმა ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დიდი სტენდი დაამტვრიეს.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქში ბიბლიოთეკის სტენდი დაზიანდა. ორი კვირის წინ შემთხვევა სხვა ქუჩაზე მოხდა.
პროექტის „ქალაქი – ბიბლიოთეკა“ ფარგლებში ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები ოქტომბერში დამონტაჟდა. სამუშაოებისთვის კი 25.000 ლარი გამოყო.
