ჯგუფ “ბითლზის” დრამერი რინგო სტარი ახალ წელს თავის გულშემატკივრებს ახალი ალბომით გაახარებს. როგორც ბრიტანელმა მუსიკოსმა თავად განაცხადა, ალბომი უკვე ჩაწერილია, თუმცა მას სახელწოდება არ აქვს. რიგით მე-17-ე ალბომი გაყიდვაში 2015 წელს გამოჩნდება:
“უკვე დავასრულე სტუდიური ჩაწერები, ჩემი ალბომი მომავალ წელს გამოჩნდება Universal Records-ის ლეიბლზე. თებერვალსა და მარტში კი ჩემი ჯგუფი All-Starr Band საგასტროლო ტურნეს იწყებს.”
ბოლო ალბომი მუსიკოსმა სახელწოდებით “რინგო 2012” ორი წლის წინ გამოუშვა.
რინგო სტარი “ბითლზის” წევრი 1962 წელს გახდა, როცა მან პიტ ბესტი შეცვალა. დრამერობასთან ერთად, ის ჯგუფში ვოკალისტობასაც ითავსებდა და ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად მღეროდა. რინგო ასევე მონაწილეობდა მუსიკალური კომპოზიციების What Goes On, Flying და Dig It შექმნაში. სიმღერები Don’t Pass Me By და Octopus’s Garden “ბითლზის” რეპერუტარიდან უშუალოდ მისი დაწერილია. ლივერპულელი ოთხეულის დაშლის შემდეგ კი რინგო სტარმა გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან სოლოკარიერა დაიწყო.
