ალიშა ქისი დედა მეორედ გახდა

alisha1მომღერალმა ალიშა ქისმა დედობის სიხარული მეორედ შეიგრძნო. მას და მის მეუღლეს სვის ბიტსს კიდევ ერთი ბიჭი ეყოლათ. პატარას მშობლებმა გენეზის ალი დინი დაარქვეს.

“არაჩვეულებრივი ბიჭი გვყავს, ყველაფრისთვის მადლობლები ვართ,” – დაწერა ბედნიერმა დედიკომ ინსტაგრამში.

წყვილი 2010 წელს დაქორწინდა. ეს მათი მეორე შვილია, უფროსი ბიჭი იჯიპტი 4 წლისაა და ძამიკოს დაბადებით უზომოდ გახარებულია.