მონსერატ კაბალიეს პატიმრობა მიუსაჯეს

monserrat2ესპანელ საოპერო დივას მონსერატ კაბალიეს პატიმრობა მიუსაჯეს. ამის მიზეზად ესპანელმა სამართალდამცავებმა მისგან გადასახადების დამალვა დაასახელეს. გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ ესპანელ დივას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ესპანური კანონის მიხედვით, ეს სასჯელი პირობითი იქნება, რადგან ორ წლამდე ყველანაირი სასჯელის აღკვეთის ვადა პირობით სასჯელად ითვლება.

სასამართლო განხილვები მონსერატ კაბალიეს საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც მის მიერ გადასახადების დამალვაზე სპეციალური განცხადება საგადასახადო ინსპექციამ გააკეთა. მათი მტკიცებით, საოპერო დივა კარგა ხანს თავს არიდებდა გადასახადებს, რამაც მთლიანობაში ნახევარი მილიონი ევრო შეადგინა. თავის მხრივ მონსერატ კაბალიე ყველაფერს უარყოფდა, თუმცა ამის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არც გამოძიებისთვის და არც სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ცხრათვიანმა სასამართლო პროცესმა და გამოძიებამ კი სიმართლე დაადგინა და მომღერალი დამნაშავედ სცნო.

ერთ-ერთ ბოლო სასამართლო სხდომაზე მომღერალმა აღიარა თავისი დანაშაული, რის გამოც სასჯელი შეუმსუბუქდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მონსერატ კაბალიემ 6 თვიანი პირობითი სასჯელი მიიღო და 240 ათასი ევროს ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.