მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია და კომპეტენტური პირებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს:
“შეაჩერეთ საყდრისის განადგურება! სულ ვიღაცის და რაღაცის კრიტიკა მიწევს და გული მწყდება რომ ჩვენს ქვეყანაში ისე ვითარდება მოვლენები, რომ მომავლის სიკეთის სულ უფრო და უფრო ნაკლებად გჯერა ადამიანს…
რა სამწუხაროა, რომ დღემდე მთავარ სიამაყედ მხოლოდ ჩვენი წარსული ისტორია გვაქვს. ვერაფერი შევქმენით მისი სადარი და ახლა იმასაც ვანადგურებთ!!!
სანამ რაღაცის გადარჩენა შეიძლება, ვთხოვ ყველა პასუხისმგებელ პირს სასწრაფო რეაგირებას!!!”
