ჯონ მალკოვიჩი 61 წლის გახდა

john19 დეკემბერი გამორჩეულად ნიჭიერი მსახიობის ჯონ მალკოვიჩის დაბადების დღეა. მას 61 წელი შეუსრულდა. ჯონ გევინ მალკოვიჩი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორია. 38 წელია ხელოვანი აქტიურად მუშაობს და საინტერესო სახეებს ქმნის მსოფლიო კულტურაში.

მსახიობის ოჯახი ბენტონის საღამოს ახალი ამბების და ჟურნალის გამომცემლები იყვნენ ბენტონში. მათი ოჯახი შტატში ცნობილია, როგორც ილინოისის გარემოს დაცვის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი. ჯონი უნივერსიტეტში ეკოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა შემდეგ შეიცვალა სწავლის საგანი თეატრალურზე, ერთ-ერთი პროფესორის მიერ მისთვის გაკეთებული კომენტარის პასუხად, რომ მისგან მსახიობი ვერ დადგებოდა. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა სასკოლო ავტობუსის მძღოლად, მღებავად, საკანცელარიო ნივთების მაღაზიის თანამშრომლად და ა.შ.

1976 წელს ჯონ მალკოვიჩი ჩიკაგოს სტეპენვულფის თეატრალური კომპანიის აკრედიტებული წევრი გახდა. 1983 წელს ნიუ-იორკში წავიდა და სპექტაკლში „ნამდვილი დასავლეთი“ მიიღო მცირე როლი. ერთი წლის შემდეგ ის ბროდვეიზე გამოჩნდა დასტინ ჰოფმანთან ერთად სპექტაკლში „კომივოიაჟორის სიკვდილი“. სპექტაკლის სატელევიზიო ფილმად გადაღების შემდეგ მალკოვიჩმა ამ როლისთვის ემის ჯილდო მიიღო.

რაც შეეხება კინოკარიერას, მისი დებიუტი შედგა ფილმში „ადგილები გულში“, რომლისთვისაც ის აკადემიის ჯოლდოზე იქნა წარდგენილი დამხმარე როლში საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის. 1994 წელს ოსკარზე იყო წარდგენილი იგივე კატეგორიით ფილმში „In the Line of Fire“. მან სატიტულო როლი შეასრულა ჩარლი კაუფმანის სცენარით გადაღებულ ფილმში „იყო ჯონ მალკოვიჩი“, სადაც ის საკუთარი სახელის მქონე გამოგონილ პერსონაჟს ანსახიერებს, რაზეც მთავარი გმირის შუა სახელი „ჰორაციო“ მიუთითებს.

ჯონ მალკოვიჩი ბოლო მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობს მის ფრანგ მეგზურ ნიკოლეტა პეირანთან და ორ შვილთან ამანდინთან და ლევისთან ერთად. 2005 წლის 4 აპრილს ილინოისის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მას საზეიმოდ გადასცეს თეატრის დიპლომი. 1970-იანებში უნივერსიტეტში სწავლისას მას საბოლოო სადიპლომო გამოცდა აშშ კონსტიტუციაში არ ჩაუბარებია. დიპლომის მისაღებად მას ეს გამოცდა გაუუქმეს. მალკოვიჩი ერთგული დარჩა კომპანიისა, რომელმაც მას პირველი შანსი მისცა სამსახიობო კარიერაში, ის ხშირად ბრუნდება სტეპენვულფის თეატრში, სადაც დღესაც სპექტაკლებში მონაწილეობს, როგორც მსახიობი ან დამდგმელი რეჟისორი.

მსახიობის 61 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან:

1. ჯონ მალკოვიჩმა თავისი სამსახიობო მონაცემების რეალიზებისთვის სწავლას თავი დაანება, მეგობრებთან ერთად თეატრალური დასი Steppenwolf Teatre Company ჩამოაყალიბა და 2005 წელს საბოლოოდ მიიღო უმაღლესი განათლების დიპლომი.

2. ჯონ მალკოვიჩი მოდის აქტიური მიმდევარია. მისი სიყვარული იმდენად დიდია მოდის მიმართ, რომ 2011 წელს მან ჩამოაყალიბა კომპანია Technobohemian by John Malkovich. “არ ვიცი საიდან მაქვს ასეთი ლტოლვა ძონძების მიმართ. შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ ბავშვობაში ძალიან მსუქანი ვიყავი და ბოლოს, როცა მოვახერხე და გავხდი, ყოველთვის იმაზე ვფიქრობდი, კარგად გამოვიყურებოდი თუ არა.” ჯონ მალკოვიჩის სამოსის ხაზს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. დამწყები დიზაინერი გამუდმებით ეძებს სიახლეებს, რომ თავისი კოლექცია სულ უფრო და უფრო გაყიდვადი გახადოს.

3. შეიძლება ჯონ მალკოვიჩი სუპერმენი არ არის, მაგრამ ერთი სიცოცხლის გადარჩენა მაინც შეძლო. 2003 წელს მსახიობი ტორონტოში იმყოფებოდა, როცა ასაკოვანი მოხუცი დავარდა და სამშენებლო მასალაზე ყელი გაეჭრა. მსახიობი მასთან მაშინვე მივარდა, სისხლდენა შეუჩერა და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახა. როგორც ადგილზე მისულმა ექიმებმა განაცხადეს, რომ არა ჯონ მალკოვიჩის დროული რეაგირება, 77 წლის მამაკაცი სისხლისგან დაიცლებოდა.

4. მალკოვიჩს უწოდებენ ადამიანს ათასი სახით. მის ანგარიშზეა 80 როლი როგორც კინოში, ასევე ტელევიზიაში. მისი თეატრალური როლების დათვლა კი უბრალოდ წარმოუდგენელია. მალკოვიჩს შეუძლია ნებისმიერი ტიპაჟი განასახიეროს, მზვერავიდან დაწყებული, კაზანოვით დამთავრებული. თუმცა არანაკლებად საინტერესოა მისი როლი ფილმში “იყო ჯონ მალკოვიჩი”, სადაც საკუთარ თავს თამაშობს. მისი გმირი ამ კომედიაში ამერიკულმა ჟურნალმა Premiere-მა 100 საუკეთესო პერსონაჟთა სიაში დაასახელა კინემატოგრაფიის ისტორიაში.

5. სანამ ჯონ მალკოვიჩი კინოვარსკვლავი გახდებოდა, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, მილიონი პროფესია შეიცვალა: “ვიყავი გამყიდველი კანცელარიის მაღაზიაში, სასკოლო ავტობუსის მძღოლადაც ვმუშაობდი, მექსიკურ ფირმაშიც ვმუშაობდი. მთავარი ის არის, რომ რაც არ უნდა მეკეთებინა, ყველაფერი ჩემთვის საინტერესო იყო.”