მუსიკოსი ბიბი კვაჭაძე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და იქ თავის საყვარელ საქმეს – მუსიკას ემსახურება. სამშობლოსგან შორს დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით კი კულტურაში, კერძოდ, მუსიკაში განვითარებულ ამბებს.
ბიბი კვაჭაძე:
“ყოველთვის ინტერესით ვადევნებ თვალყურს საქართველოში მომხდარ ამბებს და ყველაფერს ძალიან განვიცდი… განსაკუთრებულად განვიცდი კულტურის, კერძოდ მუსიკის ამბებს – ვაფიქსირებ ჩემს აზრს ყველა იმ “მომღერალთან” დაკავშირებით რომლებიც არ ერიდება ე.წ. “ფანოღის” შესრულებას.
დღემდე მიკვირს, რა გამოძრავებთ?
მაღალი მუსიკაო – ვერ მეტყვით!!!!!!!!!!!!
რას ერჩით თაობებს?
თქვენ ხომ კარგი მაგალითი უნდა იყოთ…
უამრავი “მიზეზით” იმართლებთ თავს – ვითომ გასართობად, რეიტინგის ასამაღლებლად, $$$-ის გასაკეთებლად ასრულებთ ამ მეჯღანუაშვილების რეპერტუარს, თან ვინ? ახალგაზრდა მომღერლები…
არ გრცხვენიათ??? 60 წელს გადაცილებული (საბჭოთა ეპოქის) ასაკოვანი ადამიანები რომ იყოთ, გავიგებდი…
მაგრამ ფაქტი ერთია – თქვენ არასდროს ყოფილხართ და არც არასდროს იქნებით ნამდვილი მუსიკოსები!!!
თქვენ ხართ ანტი-მუსიკოსები და მუსიკის მტრები!!!!!!!!
დიდი დანაშაული მიგიძღვით ისედაც გემოვნება-დანგრეული ერის წინაშე და ამას თაობები არ გაპატიებენ!
მრცხვენია…
P.S. მომღერლობა მუსიკოსობას არ ნიშნავს!!!”
