მსოფლიო პოპ დივას მადონას ჰაკერებმა უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს. მისი ორი ახალი სიმღერა ”Rebel Heart” და ”Wash All Over Me” მოიპარეს და ინტერნეტში გაავრცელეს. ორივე სიმღერა მომღერალმა შვედ დიჯეისთან და მუსიკალურ პროდიუსერთან ავიჩთან ერთად ჩაწერა.
მომღერლის მენეჯერმა უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ მიმდინარეობს კვლევა, თუ საიდან მოხვდა ინტერნეტში მადონას ახალი სიმღერები. მან ტვიტერში მადონას ფანებსაც მიმართა და დახმარება სთხოვა.
თავად მადონა ამ ფაქტს საკმაოდ ემოციურად გამოეხმაურა. პროტესტის ნიშნად მან თავისი აიფონი დაამტვრია, ფოტო გადაუღო, ინტერნეტში გაავრცელა და მიაწერა:
“ეს დამტვრეული აიფონი ჩემი დამტვრეული გულის სიმბოლოა იმის გამო, რომ ჩემი სიმღერები მოიპარეს და ინტერნეტში უნებართვოდ განათავსეს. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, ამით გამანადგურეს როგორც ადამიანი და როგორც მომღერალი.”
