დღეს უოლტ დისნეის დაბადების დღეა

wolt15 დეკემბერი უოლტ დისნეის დაბადების დღეა. გამორჩეული მულტიპლიკატორის და რეჟისორის მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმები ყველასთვის გამორჩეულად საყვარელია. ის კომპანია “უოლტ დისნეი პროდაქშენის” დამფუძნებელია, რომელიც შემდგომში მულტიმედიურ იმპერიად გადაიქცა.

უოლტ დისნეი კინემატოგრაფის ისტორიაში პირველი ხმოვანი და მუსიკალური მულტფილმის შემქმნელია. მან როგორც რეჟისორმა გადაიღო 111 ფილმი და 576 ფილმის პროდიუსერი იყო. მისი მოღვაწეობა კინოსამყაროში ოსკარის 26 ქანდაკებით აღინიშნა.

მიკი მაუსი, პლუტო, გუფი, დონალდი, მინი მაუსი, პინოქიო, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ბემბი, დამბო – ეს იმ პერსონაჟების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც უოლტ დისნეის სტუდიამ ანიმაციურად შექმნა.
სტუდია დღითი დღე ხდებოდა პოპულარული და მისი შემოსავლებიც იზრდებოდა. ანიმაციური ფილმების პარალელურად, სტუდიამ მხატვრული ფილმების გადაღებაც დაიწყო.

უოლტ დისნეი 65 წლის ასაკში ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არც ერთ მათ სურათში სიგარეტის მოწევის კადრი აღარ ყოფილიყო.
უოლტ დისნეის სახელი ეწოდა ერთ-ერთ ახლადაღმოჩენილ ატეროიდს, მასზე გადაღებულ ფილმში კი მთავარი როლი ტომ ჰენქსმა შეასრულა.