ილიკო სუხიშვილის ახალი პროექტი ”რამიშვილები” სიდი ალბომად გამოვა. ”რამიშვილები” ილიკო სუხიშვილმა დადგა და მას ქართული საზოგადოებისგან კრიტიკა მოყვა. ბევრმა ქორეოგრაფი პლაგიატში დაადანაშაულა, თუმცა ამის მიუხედავად, სუხიშვილების ყველა ღონისძიება ანშლაგებით მიმდინარეობს და მათ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება.
“ბრავო რექორდსი“ ნინო რამიშვილისადმი მიძღვნილი ინოვაციური პროექტის „რამიშვილიების“ სიდი ალბომს გაუმოშვებს.თავის დროზე ილიკო სუხიშვილმა თავისი ინოვაციური პროექტის ”ასა ფართის” ალბომად გამოშვებაც დაგეგმა.
ამჯერად ”რამიშვილების” სიდი ალბომად გამოცემა დაიგეგმა. პროექტ „რამიშვილების“ ავტორი „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილია. აღნიშნულ სიდი ალბომში შესული მუსიკა სწორედ მას და „სუხიშვილების“ ბენდის მუსიკოსს, დავით აზირაშვილს ეკუთვნით, არანჟირებაზე კი, ბენდის უკლებლივ ყველა მუსიკოსმა იმუშავა. სიდი ალბომის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.
პროექტის შესახებ ინფორმაცია საგანგებო პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. მედიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია გააცნეს „სუხიშვილების“ გენერალურმა დირექტორმა ნინო სუხიშვილმა, პროექტ „რამიშვილების“ ავტორმა ილიკო სუხიშვილმა, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ, პროექტის გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა სოფო ჭაავამ და ილია ენუქაშვილმა და პროექტის მხარდამჭერი კომპანიის, „თელიანი ველის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნუცა ავალიშვილმა გააცნეს.
ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი 19 დეკემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
