სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართველებს ასეთი კურთხევა მოგვცა:
“მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას, გაახაროთ ერთმანეთი! წესად დაიდეთ ყველამ, ისე არ დაღამდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული. ეს სიხარული გადაეცემა ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.
ილაპარაკეთ ადამიანებზე კარგი, მოუყევით ერთმანეთს სხვის კარგ თვისებებზე, წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი ხართ, როცა თქვენს თავზე კარგი გესმით, მიანიჭეთ ეს სიამოვნება სხვასაც.
ცუდი ამბები ხომ ორმაგად მიაქვთ ადამიანებს ადამიანებამდე, ერთი პატარა ცუდი ამბავი, ათ კარგ ამბავს გადაჩრდილავს.
ვილაპარაკოთ ერმანეთზე კარგი.
ერთმანეთის გახარება და გაბედნიერება ისწავლეთ, თორემ გულის ტკენა ყველას შეუძლია.”
