“წიგნების თაროს” ჩემპიონს საბა გელაშვილს პატიმრობა მიესაჯა – მიზეზი ტროტუარზე დგომაა. ინფორმაცია “წიგნების თარომ” გაავრცელა:
“გრძელდება ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაპატიმრების ფარსი.
სამწუხაროდ, სისტემის მორიგი მსხვერპლი “წიგნების თაროს” ჩემპიონი, საბა გელაშვილი გახდა, რომელიც ჩვენთვის ცოდნისა და პატიოსნების მაგალითია.
სოლიდარობა საბას და უსამართლოდ დაკავებულ ყველა ახალგაზრდას!”
პ.ს. საბას 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან თავად დარეკა 112-ში და განაჩენის აღსრულება ითხოვა.
