მოდელი მეგი ვიბლიანი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს:
“სიცოცხლის მოსპობით მემუქრებიან ქართველები. სიცოცხლის მოსპობით მემუქრებიან ვაჭრები. ამ ვიდეოს მარტო იმიტომ ვწერ, რომ ყველაფერი, რაც დავიწყე და რასაც ვაკეთებ, იყო ჩემი მეგობრების აზრი და სურვილი. ჩინეთში ვცხოვრობ 2014 წლიდან, ჩემი მეუღლე არის ჩინელი, ჩემი შვილი გაბრიელი არის ჩინელი. ვაჭრები მემუქრებიან იმიტომ, რომ არ მოსწონთ ის, რომ ფასებს ვამბობ, არ მოსწონთ ის, რომ თქვენს გამო ვაკეთებ ამას. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ამას – ჩემი მუქარის მიზეზი ხართ თქვენ, თქვენს გამო მემუქრებიან, თქვენი აქტივობის გამო მემუქრებიან, იმიტომ რომ ამდენ დადებით კომენტარს მიწერთ, იმიტომ რომ ამბობთ, რომ მენდობით, იმიტომ რომ მეუბნებით, რომ გიყვარვართ, იმიტომ რომ თქვენ მყავხართ, ეს არის მიზეზი, რომ დამემუქრონ სიცოცხლის მოსპობით.
არასდროს მისაუბრია ჩემს მეუღლეზე. როდესაც ფინანსურ საკითხზე კითხვა მოდის, ფულზე არასდროს მილაპარაკია, რადგან ჩემთვის მამაჩემმა ისე გამზარდა, რომ ადამიანობას ფულში არ გავცვლი. ძალიან ბევრი ფული დამიკარგავს და ჩამითვლია, რომ ეს ფული საერთოდაც არ მქონია. მყავს ორი ძმა და ორი და და სრული პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ოჯახზე უკვე 17 წლიდან.
ერთი თმის ღერი რომ ჩამომვარდეს, რაიმე სახის აქტივობა გააკეთოთ ქუჩაში, ჩინეთში, გვანჯოუში და კონკრეტულად საღოზე, სადაც ვაჭრობთ, ჩემი შვილის სუნთქვას გეფიცებით, არ დაგტოვებთ ისე, რომ აქედან დეპორტით არ წახვიდეთ. თან ხუთწლიანი და ათწლიანი დეპორტით არა, სამუდამო დეპორტს გაგიკეთებთ ჩინეთიდან. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ამას. ეს ერთი.
ახლა მეორე: მე არ ვარ ვიღაც სულელი გოგო, რომელიც შეგიძლიათ მუქარით ან რაიმე სხვა მეთოდით შეაშინოთ, ან ატიროთ, ან ანერვიულოთ. უბრალოდ, რაც ხდება, მრცხვენია, რომ ფულის გულისთვის ამას კადრულობთ. ვიცი ვინც ხართ და ვინ კაცი გყავთ ოჯახში, ისიც ვიცი. მე ვარ ბაიერი, ვცხოვრობ ჩინეთში და ვაპირებ, რომ ეს საქმე გავაგრძელო. რაც არ უნდა გააკეთოთ, რაც არ უნდა დამემუქროთ, შემომითვალოთ და შემაშინოთ, გამორიცხულია, რომ ამ მეთოდმა გაჭრას! თითს დამადებთ და საოცრებას ჩავიდენ. გიჟი ხომ არ გინახავთ? ხოდა ნახავთ!
პრობლემაა ის, რომ ფასი დაბალი მაქვს, ეს იმის მიზეზი გახდა, რომ მწყევლონ, მემუქრონ და შვილიან დედას საშინელებები მაძახონ. ის, რომ თქვენ კომენტარს მიწერთ და ჩემს ვიდეოებს ნახვები აქვს, ეს არის პრობლემა. ხვდებით? ეს არის მიზეზი, რომ შევზიზღდე. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს საქმიანობა მსოფლიოში, ძალიან ბევრი ბაიერია კონკრეტულად გვანჯოუში, მაგრამ არ მგონია, რომ ვინმეს მსგავსი შემთხვევა ჰქონდეს, რაც მე მაქვს. დავაშავე ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს ვუყვარვარ. ეს არის მიზეზი იმის, რომ მემუქრონ სიცოცხლის მოსპობით. კიდევ ერთხელ ვამბობ – ძალიან არასწორი ადამიანი შეარჩიეთ მუქრისთვის. ცუდად დაასრულებთ!”
