ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და სილამაზის ხაზის “M110”-ის დამაარსებელი მაია ასათიანი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი სიცოცხლე გადაარჩინა:
“ზუსტად ერთი წლის წინ მე ვიდექი თქვენს წინაშე სრულიად მარტო, ჩემი კოსმეტიკური ხაზის პირველი ნაწარმი ხელში მეჭირა და მეორედ ვიწყებდი სიცოცხლეს. ვიცოდი წინ რა მელოდა და ისიც ვიცოდი, რომ აუცილებლად გამომივიდოდა, მაგრამ ვიყავი სრულიად მარტო და უკვე მეორედ ვატარებდი ექპერიმენტს, გადავრჩები თუ არა. დევს ეს ვიდეო და შეგიძლიათ შეადაროთ ის მაია ამ ქალს. მგონია, რომ ორი სხვადასხვა ქალია – ის სიბნელიდან გამოსული ქალია, რომელიც თავიდან იწყებს ახალ თავგადასავალს.
ერთი წლის შემდეგ “M110” უკვე აღარ არის სტარტაპი, ჩვენ უკვე ხუთნი ვართ, ამას დამატებული ლაბორატორია, სადაც მხოლოდ გოგონები მუშაობენ და ჩვენი გენიალური ქართველი ფორმულატორი. “M110”-ს აქვს უკვე 5 ხაზი და ხაზში შედის შრატი, თვალის კრემი და თვითონ კრემი, ნაირ-ნაირი მოწყობილობები…
გოგოებო, ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში, თუ ძალიან ცუდი ამბავი შეგემთხვათ. მე ვარ მაგალითი, რომ შეიძლება წაიქცე არაერთხელ და მერე დადგე ისევ ფეხზე და აკეთო შენი საყვარელი საქმე. თვითონ არ მქონდა გააზრებული რამდენი მიშრომია. უკვე 12 სტენდი გვაქვს და 12-ვეს ხელმძღვანელი ქალბატონია, ერთია მხოლოდ მამაკაცი. ძალიან მიყვარს ლექსი “წაგიგიათო ომი გივარგილ” და სულ მინდა გახსოვდეთ ამ ლექსის ფინალი “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი დედფალ!” ასე რომ, იბრძოლეთ საკუთარი თავისთვის, გოგოებო! ეს განცხადება გოგოებისთვის არის.
და კიდევ ერთი რამის თქმა მინდოდა: სულ მეკითხებიან მენატრება თუ არა ტელევიზია და დიახ, ძალიან მენატრება, განსაკუთრებით წინასაახალწლო სამზადისი “პროფილში”, როცა ჩვენ ვცდილობდით, რომ ყველაზე ჯადოსნური საახალწლო გადაცემა გვქონოდა და რატომაც არა!
მიყვარხართ და მადლობა ყველა მომხმარებელს ამ ერთი წლისთვის, ყველა სტენდის ხელმძღვანელს, ყველა ქალბატონს, რომელიც ლაბორატორიაში მუშაობს და რაც მთავარია, გოგოებს “M110″-ის სტაფს, ხუთნი არიან, ხუთი ფერიაა და მგონია, რომ გამომივიდა.
მადლობა ჩემი ახალი სიცოცხლისთვის!”
