მის უდიდებულესობას – ქართულ ენას – დიდებული საგალობელი მიუძღვნა შორეული ამერიკიდან თეა კანდელაკმა:
ენავ ქართულო…
ყველა მიელტვის „ახალს“ და უცხო სიტყვათა ლექსიკონს…
გაუსაძლისი რბოლა აქვთ – ზენიტს კი ბევრი ვერ იყოფს…
„ძველი“ – საღორეს მიაგდეს, ღვთის მადლით ქმნილი – მხცოვანი…
ნეტავ , სად ნახეთ სადარი – ნუსხა-ხუცურის- მრგვლოვანის?!
შენი – თუ არ დააფასე, სხვის – ფიქრადაც კი არ ღირხარ!
სხვათა მიბაძვით იცოდე, კვლავ ბეწვის ხიდზე გადიხარ!
შენ, ის გმართებს, რომ, სხვა ერი – შენს სულში შემოახედო
და არნახული საუნჯის – დიდება შემოაგებო.
როგორც – სამება უფალში, ენაც – ისევე იდიდა!
სამსახოვანი ანბანი – გზად, რომელ ერმა იფინა?!
მხოლოდ – ღვთისმშობელს ესმოდა ჯვრიდან მაცხოვრის ძახილი!
ახლაც მოისმის სვანეთში – ლალხორის გადმოძახილი.
„იავ ქალდი და ბებუცი“ – ვარსკვლავთ სადარო – მთვარისავ!
სხვა ენამ რა გზით დაგჩრდილოს არ გასაგონო ავისა…
მოვა დრო, შენით ემცნობა, მკა – ცხვრებისა და კრავისა
ენავ, ქართულო, იდიდე! ენავ! – ხელ – არ საკრავისა!!!
