დემნა “ოსკარების” დაჯილდოებაზე

Demna5ამერიკა “ოსკარების” 98-ე საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალისთვის ემზადება. 15 მარტს ლოს-ანჯელესში რჩეულებს გამოავლენენ. წლევანდელი „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ დაგეგმილი ვარსკვლავური წვეულების ერთ-ერთი სპონსორი გუჩის მოდის სახლია. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, გუჩის შემოქმედებითი დირექტორი, ქართველი დიზაინერი დემნა ლოს-ანჯელესში იმყოფება. ის შემოქმედებით გუნდთან ერთად „ოსკარების“ დაჯილდოების შემდგომი წვეულებისთვის ემზადება.