ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი მსახიობებმა გიორგი ბახუტაშვილმა, ზაალ ჩიქობავამ, კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, ნანკა კალატოზიშვილმა, გივიკო ბარათაშვილმა, დავით ბეშიტაიშვილმა, ირაკლი ჯაფარიძემ, ტასო ჭანტურიამ, მანუ თავაძემ და ლუკა ჯაფარიძემ დატოვეს. მიზეზი თეატრის ფასადიდან მათი კოლეგის ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნა გახდა. “ურსთავი 2” თეატრში მუსიკალური პროექტის “ქართული” გადაღებებს იწყებს, მათ ანდროს ბანერი ჩამოხსნეს და საკუთარი პროექტის ბანერები გააკრეს.
კახა კინწურაშვილი:
“დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.
დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ.”
ნანკა კალატოზიშვილი:
“დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.
დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ.”
ეკა დემერტაძე:
“დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.
დიდი მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ.”
გივიკო ბარათაშვილი:
“დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი.
დიდი მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ეს წლები გავატარე ამ თეატრში.”
მანუ თავაძე:
“დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.
თავისუფლება ანდროს!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”
ლუკა ჯაფარიძე:
“დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.
თავისუფლება ანდროს!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”
ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა:
“მადლობა ღირსებისთვის !მადლობა ბრძოლისთვის!მადლობა მეგობრობისთვის მადლობა რომ არსებობთ! სამაგალითო სოლიდარობა! მადლობა სიყვარულისთვის! ძალიან ვნერვიულობ და ამასთანავე ძალიან ამაყი ვარ! რა ბედნიერებაა საქართველოს თქვენნაირი ხალხი რომ ჰყავს! ამასაც გავივლით და დარწმუნებული ვარ ზუსტად თქვენ დააყენებთ ფეხზე ქვეყანას. ძალიან დიდი ადამიანები ხართ!”
