ნინო ჩხეიძე: “თავშესაფარში ვარ”

Nino chxeidzeმომღერალი ნინო ჩხეიძე თავშესაფარში იმყოფება. ხელოვანი ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად ჩავიდა, რეპეტიციაც გაიარა, თუმცა თავშესაფარში აღმოჩნდა. ამის მიზეზი ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმა გახდა. ირანზე მიტანილი საჰაერო იერიშების შემდეგ, საპასუხო დარტყმების საფრთხის გამო, ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ნინო ჩხეიძე:

“დიდი მადლობა მოკითხვისთვის. კარგად ვარ.  თავშესაფარში ვარ. არ ინერვიულოთ. ყველაფერი კარგად იქნება.”