მომღერალი ლიზა ყენია ათასობით გულშემატკივარს ძალიან საყურადღებო წერილს სთავაზობს:
“დღეს ბევრს ჰგონია, რომ „ეშმაკი“ უბრალოდ რქებიანი, ყურებიანი მონსტრია ზღაპრებიდან. რეალობაში კი ბოროტება ყველაზე ხშირად სისტემის ფორმით მუშაობს როგორც სტრუქტურა, როგორც წესრიგი, რომელიც ადამიანის ცნობიერებას აკონტროლებს და ენერგიას აცლის. ეს სისტემა ყველგანაა: პოლიტიკაში, ჯანმრთელობის ინდუსტრიაში, განათლებაში, გართობაში, ხელოვნებაში… შეიძლება არა 100%, მაგრამ უმეტესი ნაწილი იმავე პრინციპს ემსახურება: ადამიანი იყოს დაბნეული, შეშინებული, დაშლილი და დამოკიდებული. როცა ადამიანი შიშშია და უიმედობაშია, ის უფრო მარტივად იმართება. ასეთი „კოლექტიური შიში“ კი სწორედ ის საწვავია, რითიც ეს მექანიზმი ძლიერდება. მაგრამ არსებობს კანონი, რომელიც ყოველთვის მუშაობს: „არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს.“ და სწორედ ამიტომ იწყება ნგრევა ნელა, მაგრამ შეუჩერებლად. ეს ნგრევა უკვე დაწყებულია და აჩქარებულიც, ამიტომაც ხედავ, როგორ ცდილობენ ყველა გზით ყურადღების გადატანას: ახალი დრამა, ახალი შოკი, ახალი სკანდალი, ახალი პანიკა, რადგან ძველი მეთოდები აღარ მუშაობს ისე, როგორც ადრე. რაც უფრო მეტ ადამიანს „გაეღვიძება“, რაც უფრო მეტად დაიწყება კოლექტიური გამოფხიზლება და ღვთისკენ დაბრუნება მით უფრო დაჩქარდება პროცესები. როცა ერთ დღეს კოლექტიურად მივხვდებით, რომ გვატყუებენ, რომ ნაგავს გვაჭმევენ, მერე კი იმავე სისტემას ვამდიდრებთ „მკურნალობით”, რომ ნაგავს გვასმენინებენ და გვაყურებინებენ, რომ გონება დაგვიბინდონ, მაშინ ეს ციკლი დაიშლება.
ეს ეპოქა სრულდება. დაიწყო შიდა რევოლუცია ადამიანის ორგანიზმშიც და სამყაროს ვიბრაციაშიც. და ამ ცვლილებაში ადამიანი თითქოს ორად იყოფა: ერთი გზაა ბოროტის მსახურება, არა იმიტომ რომ მაინც და მაინც “ცუდი “ უნდა გააზრებულად, არამედ იმიტომ რომ ცარიელია შიგნით, ვერ ენდობა ვერაფერს წმინდას და ყველაფერს ძალაუფლებად ხედავს. მისთვის მთავარი ხდება ძალა, სტატუსი, სწრაფი მოგება! დღეს ლამბორჯინი, დღეს ტრიუმფი, დღეს კონტროლი. მეორე გზაა ის, ვინც ხვდება: სული გასაწმენდია. და ეს არ ხდება უბრალოდ სურვილით. ეს არის გზა საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი ჩრდილის გაწმენდა, შინ დაბრუნება. ეს უჯვე გარდაუვალი ხდება. მედიტაცია, ლოცვა, მადლიერება, სიყვარული, სინათლის არჩევა, ყოველდღე პატარა გადაწყვეტილებებიდან იწყება.
და სიმართლე? არ აქვს აზრი უსასრულოდ ვქექოთ, რა ხდება “პოლიტიკოსების“ თამაშების უკან ეგ ყველაფერი ისედაც გამოვლინდება. თუ მხოლოდ იმაზე ვხარჯავთ ენერგიას, რომ დეტალები დავადგინოთ, დროს ვკარგავთ მთავარზე ღვთიურთან კავშირის აღდგენაზე, შენში ჩახედვაზე. მთავარი ისაა, რომ სისტემა ყველა კუთხით გვიჭერს – სხეულით, გონებით, ემოციით, ფინანსით, ინფორმაციით. და ახლა დროა გადავიდეთ სხვა წესზე: ღმერთით ვიცხოვროთ. არა თეორიულად. არა სიტყვებით. რეალურად ყოველდღე, შემეცნება! კვება, სწორი ინფორმაციის მიღება, ორგანიზმის მოსმენა, ლოცვა! ეს უკვე გარდაუვალია. ვინც სინათლეს აირჩევს იგრძნობს, რომ შინ ბრუნდება. ვინც შიშს აირჩევს უფრო მეტად დაიღლება. და საბოლოოდ, ყველაფერი თავის სახელს დაიბრუნებს.”
