ხატია ბუნიათიშვილისა და გიმსის ბრწყინვალე დუეტი

Xatia da gimsiხატია ბუნიათიშვილმა თავისი ბრწყინვალე  შესრულებით წარადგინა ფრანგი მსნენელის წინაშე გიმსის სიმღერა “ნინაო”, რომელიც აჭარული “განდაგანას” ფრანგულ ვერსიად შეიძლება ჩაითვალოს:

ხატია ბუნიათიშვილი, პიანისტი:

“ქართული ხალხური მუსიკა ყოველთვის  იყო სხვადასხვა ჟანრის შთაგონების წყარო მსოფლიოში. მადლობა გიმსს ქართული მუსიკის, აჭარული სულის ზეიმისთვის და, რა თქმა უნდა, მადლობა უზარმაზარი ნიჭიერებისთვის. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ ულამაზესი სიმღერის კიდევ ერთხელ შესრულებაში მივიღე მონაწილეობა. მადლობა, რომ ათასობით ახალგაზრდა ქართულ მელოდიაზე ააცეკვეთ.”