იცით რას აღვნიშნავთ მირქმის დღესასწაულზე?

Mirqma115 თებერვალს ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი საუფლო დღესასწაული მირქმა აღინიშნება. სიტყვა “მირქმა” გულში ჩაკვრას, მიხუტებას ნიშნავს, საღვთისმეტყველო გააზრებით კი მირქმა არის ღმერთთან შეხვედრის დღესასწაული.

ყოვლაწმინდა ღვთისმშობელმა 40 დღის მაცხოვარი ტაძარში წაიყვანა, სადაც მათ მოხუცებული სვიმეონი დახვდათ. ის ქრისტეს 300 წელი ელოდებოდა. სვიმეონმა იესო მრავალ ჩვილს შორის იცნო, ხელში აიყვანა, მიიხუტა და ღვთიური დიდება აღუვლინა.

როდესაც მართალი სვიმეონი ძველი ახთქმის წიგნს თარგმნიდა, იქ შეხვდა წინასწარმეტყველება, რომ ქალწული შობდა მხსნელს. წმინდა სვიმეონმა ჩათვალა, რომ შეცდომა გაიპარა და აპირებდა, „ქალწულის” ნაცვლად „დედაკაცი” ჩაეწერა, მაგრამ ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „ირწმუნე ამ სიტყვების და თავად დარწმუნდები მაგ ჭეშმარიტებაში. არ მოკვდები მანამ, სანამ არ იხილავ ყოვლადწმიდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს”.

ამ დღიდან მოყოლებული, სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. და, აი, ერთხელ, სულიწმიდამ აუწყა:
„აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!”

სვიმეონი მაშინვე ტაძრისაკენ გაეშურა. წმიდა მოხუცმა მრავალ დედას შორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოარჩია, ყრმა იესო ხელში აიყვანა და შეჰღაღადა:
„აწ განუტევე, მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემითა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.”

შემდეგ მართალი იოსები აკურთხა და ღვთისმშობელს წინასწარმეტყველურად მიმართა, რომ ჩვილს მომავალში დიდი ტანჯვა ელოდა. ამ სიტყვების მოსმენამ დედაღვთისმშობელს უდიდესი ტკივილი მიაყენა.

შეგეწიოთ ჩვილი მაცხოვარი, ყოვლაწმინდა დედა უფლისა და მართალი სვიმეონი.

გილოცავთ მირქმის დღესასწაულს!