გიორგი კალანდია:  “რასაც ვაკეთებთ, მომავალ თაობებს დარჩება”

Sa1ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს:

“ჩვენი მუზეუმის არაერთი აქტიურობისა და წარმატების ფონზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ წარმოდგენილი კრებული მიმაჩნია. დიახ, გამოვიდა ხელოვნების სასახლე- კულტურის ისტორიის მუზეუმის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობის მე-XV ტომი. კრებულში შესულია თენგიზ აბულაძის, ლეო ესაკიას, მიხეილ კალატოზიშვილის, ნიკოლოზ სანიშვილის, გიორგი ტოვსტონოგოვის, არკადი ხინთიბიძის და სხვათა არქივების აღწერილობა. მე-15 ტომი — ეს არ არის მხოლოდ გამოცემა. ეს არის დროის ნიშნული (მე-15 წელი), პასუხისმგებლობის კიდევ ერთი ეტაპი და რწმენა, რომ რასაც ვაკეთებთ, მომავალ თაობებს დარჩება, როგორც სანდო მეხსიერება და ფასდაუდებელი მემკვიდრეობა.”