საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო მას კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა.
გიორგი კალანდია არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფობელია, თითოეული ჯილდო კი იმ შრომის დაფასებაა, რომელსაც ის წლებია ქართული კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის ეწევა.
გიორგი კალანდია:
“მადლობა უპირველეს ყოვლისა საქართველოს და მის ძვირფას ხალხს! მადლობა ხელოვნების სასახლის ბრწყინვალე გუნდს, ეს მათი ჯილდოა! მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს კულტურის მინისტრს ჩემი მოკრძალებული საქმიანობის ასეთი დაფასებისათვის! ეს ჯილდო ავანსია, მაქსიმალურად ვეცდები გავამართლო.”
