უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია თორნიკე ერისთავზე

Tornike eristaviალბათ ბევრმა არ იცის, რომ ათონის მონასტერში მთავარი ტაძრის გალერეაში ქტიტორთა შორის დახატულია სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რაინდის ფიგურა, გადმოცემის მიხედვით, სახელოვანი თორნიკე ერისთავი უნდა იყოს.

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:

“ათონის მონასტერში მთავარი ტაძრის გალერეაში ქტიტორთა შორის დახატულია სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რაინდის ფიგურა, გადმოცემის მიხედვით ეს სახელოვანი თორნიკე ერისთავი უნდა იყოს. თორნიკეს კიდევ ერთ სავარაუდო გამოსახულებას პროფესორმა ალექსანდრე ალექსიძემ მიაკვლია და დიპტიხის ეს ფრაგმენტი 1982 წელს თავის წიგნში „ათონი ათასწლოვანი“ გამოაქვეყნა.

მოკლე დროში თორნიკე ერისთავის მიერ დაარსებული ივერთა მონასტერი, ანუ მას როგორც ბიზანტიელები უწოდებდნენ ივირონი ერთ-ერთ წამყვან სამონასტრო ცენტრად იქცა ათონის მთაზე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ დაარსებისთანავე ივირონი ქართული მწიგნობრობისა და განათლების მნიშვნელოვან კერად ჩამოყალიბდა. აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე წერდა: „არც ერთ სამონასტრო დაწესებულებას ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონია ჩვენი მწერლობისა და კულტურის ისტორიაში, როგორიც ათონის ივერთა მონასტერს. უიმისოდ ჩვენი კულტურის ისტორიას შეიძლება, სხვა სახე და ხასიათი მიეღო“.