“სუხიშვილებმა” კარნეგი ჰოლში კონცერტი გამართა, რომელსაც ლეგენდარული მსახიობი რობერტ დე ნირო მეუღლესთან ერთად დაესწრო. კონცერტმა ნიუ იორკში, როგორც მოსალოდნელი იყო, ანშლაგით ჩაიარა. დამსწრეთა უმეტესობა ამერიკაში მცხოვრები ქართველი იყო. ანსამბლმა შერეული საკონცერტო პროგრამა წარადგინა – როგორც ძველი, ასევე თანამედროვე ცეკვები. კონცერტის დასასრულს რობერტ დე ნირო კულისებში ანსამბლის წევრებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა და წლების წინ საქართველოში სტუმრობა გაიხსენა.
