“სუხიშვილების” ხელმძღვანელის ნინო სუხიშვილის ვიდეო, რომლითაც იამაყებთ, ნამდვილად ყველა ქართველმა უნდა ნახოს. კარნეგი ჰოლში ქართული ანსამბლის მიერ ჩატარებული კონცერტი აღმოჩნდა პირველი – ამ სცენაზე საცეკვაო ანსამბლი არასდროს გამოსულა.
ნინო სუხიშვილი:
“კარნეგი ჰოლი არის ერთ-ერთი პრესტიჟული სცენა მსოფლიოში და ძალიან ბევრს ნიშნავს კარნეგის სცენაზე გამოსვლა. თან კარნეგი ჰოლში ჯერ ცეკვა არასდროს ყოფილა წარმოდგენილი. საცეკვაო ანსამბლი იქ არ გამოდის. სხვა ფორმატის დარბაზია, ამიტომ ჩვენ ვიყავით პირველად კარნეგი ჰოლში და კარნეგი ჰოლის სცენაზე პირველად იყო საცეკვაო დასი. ძალიან საპასუხისმგებლო იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის. ბოლო მომენტამდე დატვირთულები ვიყავით ემოციებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ამ კონცერტის ორგანიზება, სადაც ქართველი გოგო იყო ჩაბმული – სალომე ლილუაშვილი, რომელიც წლებია ამერიკაში, ნიუ-იორკში პროდიუსერობს. მისმა საპროდიუსერო კომოპანიამ წარგვადგინა კარნეგი ჰოლში. თვითონაც არ სჯეროდა, რომ ეს გამოვიდოდა, მაგრამ შეისწავლეს ჩვენი ისტორია, სად ვართ გამოსულები – ნიუ იორკში, ბროდვეიზე, ლინკოლნ ცენტრში, ბალანჩინთან ერთად, ბალანჩნის ბალეტთან ერთად და სიამოვნებით დათანხმდა. ამ ფასად ჯერ კარნეგო ჰოლს ბილეთი არ გაუყიდია, ძალიან მაღალი ფასი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, იყო აბსოლუტური ანშლაგი. იყო საოცარი მაყურებელი. რობერტ დე ნირო გამოჩნდა იმიტომ, რომ დე ნირო ამოვიდა კულისებში და მოგვილოცა, თორემ ნაკლები მეგა ვარსკვლავები არ ისხდნენ დარბაზში, იყო ყველა პროდიუსერი, ვინც კი კულტურასა და შოუბიზნესშია. ჟურნალების რედაქტორები, ფორბსის, ამერიკული ვოგის, გაზეთების დეილი მეილის, ნიუ იორკ თამსის… ბევრი კინოვარსკვლავი, ქორეოგრაფი, მოცეკვავე, მსახიობი… ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი გამოძახილი იყო. ეს ხომ მარტო ჩვენი წარმატება არ არის, ეს არის ქვეყნის წარმატება, საქართველოს წარდგენა, ამიტომ ორმაგად უფრო საამაყოა ეს ყველაფერი. როცა სიამაყით ავსებ შენი თანამემამულეების გულებს, ასეთი სიხარული რომ მოგაქვს, ამაზე დიდი ჯილდო ნამდვილად არ არსებობს.”
