ნატა მურვანიძე: “გზამკვლევი – რაზეა ადამიანი წამსვლელი” 

Nata murvaმსახიობი ნატა მურვანიძე აცხადებს, რომ დღეს გვაქვს გზამკვლევი, რაზეა ადამიანი წამსვლელი:

“სადიზმი – სხვისი ტანჯვით სიამოვნების მიღება.”
მეტი არაფერი იმ კაცს არ დაუწერია თავის რომანებში და მეტს არც არაფერს აკეთებდა, რის გამოც ნახევარი ცხოვრება ციხეში გაატარა და ბოლოს შერანტონით (ფსიქიატრიული საადავდმყოფო) დაამთავრა.
მარკიზ დე სადმა ადამიანის ყველაზე ბნელი ნაწილი იკვლია. დღეს გვაქვს გზამკვლევი, რაზეა ადამიანი წამსვლელი.
გუშინ, 19 იანვარს, სიკეთით სავსე ქალაქში, სადიზმის ჯგუფური გამოვლინება ვნახეთ.
გაამოთ ადამიანების წამებით, (მხოლოდ მსხვერპლისთვის მიყენებული ტკივილით არა) დედების, მამების, ძმების და დების, მეგობრების წამებით მიღებული სიამოვნება.
შეგერგოთ ის, რაც მარკიზ დე სადსაც კი არ უკადრებია.
თქვენს მიერ ინტერპრეტირებული ქრისტიანობაც არსად დაგეკარგოთ!”