ცნობილი ქართველი მებაღის მცხეთელი მიხეილ მამულაშვილის უნიკალური ჰერბარიუმი ხელოვნების სასახლეს გადაეცა.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი:
“16 იანვარს ხელოვნების სასახლეში გამორჩეული ქართველი მეცნიერი, პროფესორი რუსუდან კავთიაშვილი გვეწვია, რომელმაც მუზეუმს საჩუქრად გადასცა ცნობილი ქართველი მებაღის მცხეთელი მიხეილ მამულაშვილის მიერ შექმნილი ორი უნიკალური ჰერბარიუმი. ხელოვნების სასახლე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ამ ძვირფასი შემოწირულობის გამო.”
