ხატია ბუნიათიშვილისა და კრისტინა აგილერას დუეტი

Xatia da kristinaქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა მსოფლიოს ვარსკვლავს კრისტინა აგილერას ცნობილ სიმღერაზე “BEAUTIFUL” აკომპანირება გაუწია.

ხატია ბუნიათიშვილი, პიანისტი:

“ალბათ 15 წლის ვიყავი, როცა პირველად მოვუსმინე ამ სიმღერას. ამ ძალიან ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა, საოცარმა მუსიკამ, მომნუსხა და მომაჯადოვა. “შენ ლამაზი ხარ, რაც არ უნდა თქვან” – ამ სიტყვებმა ნამდვილად შეცვალა სილამაზის აღქმა, მაგრამ რაც მთავარია, გაამძაფრა თავდაჯერებულობა, გააზრება იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორი ნაკლები მნიშვნელობა  უნდა მივანიჭოთ იმას, რას ამბობენ სხვები. ეს ნამდვილად ბევრს ნიშნავდა ჩემთვის და მსოფლიოს მრავალი მოზარდისთვის.
გმადლობთ, კრისტინა აგილერა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ სიმღერის ნაწილი ვყოფილიყავი. უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი თინეიჯერობის ფერების ცოტაოდენი ნაწილი მაინც შემოვიტანე ამ ძალიან განსაკუთრებულ სიმღერაში.”