200.000 ევრო სანდრო კობერიძეს 

Sandro koberქართველ რეჟისორს სანდრო კობერიძეს გერმანიის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფონდმა “Medienboard Berlin-Brandenburg”-მა ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტი 200.000 ევროთი დაუფინანსა.

ინფორმაციას საქართველის კინოინსტიტუტი ავრცელებს:

“სასიხარულო სიახლე!
გერმანიის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფონდმა “Medienboard Berlin-Brandenburg”, სანდრო კობერიძის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტი 200 000 ევროთი დააფინანსა.

სანდრო კობერიძის რიგით მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმი გერმანულ-ფრანგული პროდუქციაა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველი კინემატოგრაფისტების დიდი უმრავლოსობა სამთავრობო დაფინანსების ინსტიტუციებთან ბოიკოტში იმყოფება. მიუხედავად ამისა, ქართული კინოს მაჯისცემა ჯერ კიდევ ცოცხალია – იქმნება სურათები, რომლებიც საერთაშორისო კინოსცენის ყურადღებას ჯერ კიდევ იპყრობს.

სანდრო კობერიძის ბოლო ფილმის “ხმელი ფოთოლი” პრემიერა სწორედ წელს გაიმართა ლოკარნოს კინოფესტივალზე, სადაც ნამუშევარმა ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

საქართველოს კინოინსტიტუტი ულოცავს სანდრო კობერიძეს და წარმატებებს უსურვებს მას!”