კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის ცხოვრებაში ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი მოხდა – იაპონიის იმპერატორმა ამომავალი მზის ორდენით დააჯილდოვა. იაპონიის ელჩმა ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძეს, როგორც 2025 წლის შემოდგომის უცხოელი მოქალაქეების ორდენის ერთ-ერთ მიმღებს, ოქროს სხივებითა და ვარდით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენი გადასცა.

ლანა ღოღობერიძემ 1987 წელს ფილმ „ორომტრიალისთვის“ ტოკიოს მეორე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა. ასევე, 2019 წელს იაპონიაში აჩვენეს „ოქროს ძაფი“ – ფილმი, შთაგონებული იაპონური კერამიკის გამთლიანების ტრადიციული ტექნიკით „კინცუგით“ (ოქროთი შეკეთება). ამ ნამუშევრებით მან დიდი ყურადღება გამოიჩინა იაპონური ტრადიციული კულტურის მიმართ.

ელჩმა იშიძუკამ დააფასა ქალბატონი ლანას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ გაცვლასა და ურთიერთგაგების განვითარებაში შეტანილი წვლილი და გადასცა ორდენი და დიპლომი, რისთვისაც რეჟისორმა გულწრფელი მადლიერება გამოხატა.
ლანა ღოღობერიძე:
“ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი. იაპონიის იმპერატორმა დამაჯილდოვა ამომავალი მზის ორდენით.”
