ულამაზესი ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი პირველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია საქართველოში. ლამაზმანი აქტიურად მონაწილეობს მსოფლიო მოდის კვირეულებში და ცნობილი დიზაინერების უახლეს კოლექციებს წარადგენს. მატილდა ერთადერთი ქართველი მოდელია, რომელიც “ვიქტორია სეკრეტის” შოუში 2-ჯერ გამოვიდა.
Models.com -ის პლატფორმაზე 2025 წლის შემაჯამებელი გამოკითხვა დაიწყო წლის ქალი ტოპ მოდელის კატეგორიაში. ერთ-ერთი ნომინანტი მატილდა გვარლიანია. Models.com თითოეულ კატეგორიაში გამოავლენს 2 გამარჯვებულს, ერთს, რომელსაც მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები აირჩევენ ხმათა უმრავლესობით და მეორეს – გამომწერები ხმათა უმრავლესობით.
Models.com -ის 2025 წლის შემაჯამებელ გამოკითხვაში მეორე ქართველი – ბექა გვიშიანი – წლის კონტენტ კრეატორის კატეგორიაში მონაწილეობს.
თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული Models.com -ზე, შეგიძლიათ გადახვიდეთ ვებ გვერდზე და მისცეთ ხმა მატილდას და ბექას, თუ არა – მაშინ ჯერ უნდა დარეგისტრირდეთ და შემდეგ მისცეთ ხმა. ვებ გვერდზე რეგისტრაცია საკმაოდ მარტივია და თანაც უფასოა.
