ხელოვნების სასახლემ ძვირფასი შემოწირულობა მიიღო

Xeli4ხელოვნების სასახლე- კულტურის ისტორიის მუზეუმმა ძვირფასი შემოწირულობა მიიღო.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი:  

“დღეს ხელოვნების სასახლე- კულტურის ისტორიის მუზეუმმა ორგანიზაცია “ლევილი 1918” -ის დამფუძნებლების ლადო ბებიასა და თამაზ გუჯეჯიანისაგან ძვირფასი შემოწირულობა მიიღო. საჩუქრებს შორისაა:- საფრანგეთის უკანასკნელი მეფის ლუი ფილიპ ორლეანელის სერვისი ვერსალის სასახლიდან, I-III საუკუნეების რომაული მხედრის თიხის ქანდაკება, IV-VIII საუკუნეების კოპტური ქსოვილის ნიმუშები, ევროპელ წარჩინებულთა ინიციალების უნიკალური ალბომი.

ნივთები შეძენილია ევროპის სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე და თან ახლავს ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ხელოვნების სასახლე მადლობას მოახსენებს ორგანიზაცია “ლევილი 1918″ -ს ასეთი მნიშვნელოვანი შემოწირულობისათვის.”

Xe

Xe9

Xe7

Xe6

Xe3