ამერიკაში მომღერლების მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის დუეტი “ჯორჯიას” კონცერტი გაუქმებულია:
“ჩვენი დიდი პროტესტის შემდეგ, ამერიკაში დუეტი “ჯორჯიას” კონცერტი გაუქმებულია!
ვიცი, რომ აქ ბევრნი ხართ და ყველა კითხულობთ, ამიტომ მინდა გაითვალისწინოთ შემდეგი – ხალხი, ვინც არანაირ მხარდაჭერას არ გამოხატავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მხარს არ უჭერს უკანონო ტყვეებს, არ ადარდებს ქვეყნის ბედი და არ აინტერესებს ემიგრანტს ხმის უფლებას წაგვართმევენ თუ არა, რა ნამუსით უნდა გვიმღეროთ?!
სადაც გინდათ, იქ მოიწყვეთ თქვენი ახალი წელი და ვოიაჟები, მაგრამ ფულს ვერ იშოვით ჩვენთან, თქვენი ტაშ-ფანდურით!
არ დავინდობთ არავის!
ცეცხლი ოლიგარქიას!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს,” – წერს სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნათათო გიორგაძე.
